loader

დაპირისპირება სასამართლოში ირაკლი კაკაბაძესა და "კორტების საქმეზე" დაკავებული პირების ახლობლებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება სასამართლოში ირაკლი კაკაბაძესა და "კორტების საქმეზე" დაკავებული პირების ახლობლებს შორის

უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძესა და ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება აღმკვეთი ღონისძიების პროცესის დაწყებამდე, სასამართლოს დერეფანში მოხდა.

სასამართლოს დარბაზის შესასვლელთან დაკავებულების ახლობლები იდგნენ და ელოდებოდნენ პროცესის დაწყებას. ამ დროს დარბაზთან ირაკლი კაკაბაძე მივიდა. მან პროცესის დიდ დარბაზში გადატანა მოითხოვა, რათა მასაც შესძლებოდა დასწრება. ამის შემდეგ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ ერთმანეთს მკვლელები და მკვლელების დამცველები ეძახეს.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, კერძოდ, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად ორი დღის წინ გამოაცხადა. 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი

ასევე იხილეთ: "შოთა, შე ძაღლო! გაეთრიე შენ ცოლთან ერთად ამ ქვეყნიდან" - ირაკლი კაკაბაძე უტიაშვილს დაუპირისპირდა