loader

უპრეცედენტო აქტივობა წიგნის შესაძენად და აქციით კმაყოფილი ახალგაზრდები "ბიბლუსი გალერიში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უპრეცედენტო აქტივობა წიგნის შესაძენად და აქციით კმაყოფილი ახალგაზრდები "ბიბლუსი გალერიში"

"ბიბლუსი გალერიში" გეილ ფორმანის წიგნი - "თუ დავრჩები" 8 ლარის ნაცვლად 2 ლარად ყველა მსურველმა შეიძინა. იმის მიუხედავად, რომ აქცია მხოლოდ ერთი საათით იყო დაგეგმილი და 20.00 საათზე უნდა დასრულებულიყო, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქცია ბოლო მკითხველის მომსახურებამდე გაგრძელდა.

წიგნის შეძენის მსურველებმა რიგის დაკავება აქციის დაწყებამდე ორი საათით ადრე დაიწყეს. მკითხველების სიმრავლის გამო, შეუძლებელი იყო გადაადგილება "ბიბლუსი გალერის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის გამზირის ქვეითთა სავალ ნაწილზე. "ბიბლუსი გალერიში" შესულ მომხმარებლებს რამდენიმე სალარო ემსახურებოდა, რამაც პროცესის დაჩქარება და ორგანიზებულად წარმართვა უზრუნველყო.

ავტორები: ანა მარშანია; გიგა ხურცილავა; ირაკლი გედენიძე

იხილეთ ასევე: ახალგაზრდების მოლოდინი "ბიბლუსი გალერისთან" - უზარმაზარი რიგი წიგნის შესაძენად