loader

ასობით თინეიჯერი წიგნის 2-საათიან რიგში - მსოფლიო ბესტსელერის თბილისური პრემიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასობით თინეიჯერი წიგნის 2-საათიან რიგში - მსოფლიო ბესტსელერის თბილისური პრემიერა

ამერიკელი მწერალი გეილ ფორმანი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს თინეიჯერებში. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "თუ დავრჩები" ახლა უკვე ქართულ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ!

ზოგჯერ თავად აკეთებ არჩევანს ცხოვრებაში, ზოგჯერ კი არჩევანი ჩერდება შენზე - წიგნის მთავარი გმირი, მია თვლის, რომ რთული არჩევანის წინაშე დგას: დარჩეს თავის პირველ სიყვარულთან - მუსიკასთან და ამის გამო მიატოვოს მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები. თუმცა, საბედისწერო ავარია მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის...

გეილ ფორმანის ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი მსოფლიო ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა. რომანტიკულმა დრამამ, უცხოელი თანატოლების მსგავსად, ქართველ თინეიჯერებშიც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

გეილ ფორმანის წიგნის თბილისურ პრემიერაზე "ბიბლუსი გალერიში" მისულმა ასობით მკითხველმა ბესტსელერი, 8 ლარის ნაცვლად, 2 ლარად შეიძინა.

ავტორები: ანა მარშანია, გიგა ხურცილავა

იხილეთ: უპრეცედენტო აქტივობა წიგნის შესაძენად და აქციით კმაყოფილი ახალგაზრდები "ბიბლუსი გალერიში"