loader

”მეც შემიძლია შეგახსენოთ, როგორ დარბოდით ავტომატით თბილისის ომის დროს და როგორ დაჭერით თქვენი კოლეგა” - ირმა ნადირაშვილი ნუკრი ქანთარიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”მეც შემიძლია შეგახსენოთ, როგორ დარბოდით ავტომატით თბილისის ომის დროს და როგორ დაჭერით თქვენი კოლეგა” - ირმა ნადირაშვილი ნუკრი ქანთარიას

გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას დეპუტატებს, ნუკრი ქანთარიას და ირმა ნადირაშვილს შორის მწვავე პოლემიკა მოჰყვა.

ქანთარიამ უმცირესობის წევრებს გარდაცვლილებით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მიმართა, "თავი დაანებონ მკვდარი ადამიანების ტრიალს".
ქანთარიას გამოსვლას უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა.

პარლამენტმა "იური და ზურა ვაზაგაშვილების, ბარბარე რაფალიანცის, შალვა თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილისა და აჩიკო მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობების ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე" დადგენილების პროექტი განიხილა.

კომისიის შექმნის წინადადებით პარლამენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა.
როგორც უმცირესობა განმარტავს, მკვლელობის საქმეები, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ შეკვეთილია, დღემდე გამოუძიებელია. ამიტომაც მათი აზრით, მიზანშეწონილია პროცესში საქართველოს პარლამენტი ჩაერთოს და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე მან აიღოს პასუხისმგებლობა.

საკითხს მხარს არ უჭერს უმრავლესობა. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეებს საგამოძოებო ორგანოები გამოიძიებენ.