loader

კომაში მყოფმა ქალმა გოგონა საკეისრო კვეთით გააჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომაში მყოფმა ქალმა გოგონა საკეისრო კვეთით გააჩინა

31 წლის მოსკოველ მარია კუდრინას დეკემბერში სარკინიგზო პლატფორმაზე ფეხი დაუცურდა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. ქალი, რომელიც ორსულობის მეხუთე თვეში იყო, კომაში ჩავარდა. თებერვალში ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისთვის საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ.

მარიას მეუღლე ვლადიმერი ამბობს, რომ გოგონას სახელი უკვე შერჩეული აქვს. მან და მარიამ დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, პატარასთვის ოქსანა დაერქმიათ. ვლადიმერს ექიმებმა უკვე მისცეს ქალიშვილის მონახულების და მასთან შეხების უფლება.