loader

მძღოლის გამაოგნებელი საქციელი: როცა ეტლიდან გადმოვარდნილ ბავშვს დაარტყა, მანქანიდან არც კი გადმოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძღოლის გამაოგნებელი საქციელი: როცა ეტლიდან გადმოვარდნილ ბავშვს დაარტყა, მანქანიდან არც კი გადმოვიდა

ინტერნეტში გამაოგნებელი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც რუსეთში, ქალაქ ლომონოსოვში მოხდა. ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ დაარტყა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ეტლიდან გადმოვარდნილ ბავშვს. დედა საბავშვო ეტლით შუქნიშნის ნებადართულ სიგნალზე გზაზე გადადიოდა მაშინ, როდესაც ავტომობილმა მარცხნივ შემოუხვია. როდესაც ქალმა დაინახა, რომ მძღოლი ქვეითების წინ დამუხრუჭებას არ აპირებდა, საბავშვო ეტლი უკან მკვეთრად გასწია, რის შედეგად ბავშვი სავალ ნაწილზე გადავარდა და მანქანის ბორბლებს ჩაუვარდა. მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა. ბავშვს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.