loader

"ქურდებს სიცოცხლე ბ...ს სიკვდილი!" - ქართულ ინტერნეტსივრცეში სკანდალური საიტი გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქურდებს სიცოცხლე ბ...ს სიკვდილი!" - ქართულ ინტერნეტსივრცეში სკანდალური საიტი გამოჩნდა

ინტერნეტსივრცეში სკანდალური საიტი გამოჩნდა, რომელზეც ქურდული სამყაროს პროპაგანდის შემცველი მასალებია განთავსებული. გვერდი ე.წ. uCoz-ის სისტემაშია შექმნილი. საიტი ჯერ დამუშავების პროცესშია, თუმცა უკვე ატვირთულია სხვადასხვა სახის ქურდული სიმბოლიკა, ვიდეორგოლები და მოწოდებები.

გვერდს, რომლის მისამართსაც შეგნებულად არ ვასახელებთ, ასეთი დევიზი აქვს: "ქურდებს სიცოცხლე ბ...ს სიკვდილი". ავტორი განმარტავს, საიტის შექმნის "მიზნებსა და ამოცანებს": "მოგეხსენებათ, დღესდღეობით ქურდული სამყარო ცუდ დღეშია, მაგრამ ისევ მოვა ჩვენი დრო, ძმებო, ჩვენ ვერ გაგვანადგურებენ! ნუ ვიქნებით ჩმორებივით და ჩუმად ნუ დაველოდებით ჩვენი დროის დაბრუნებას".