loader

"მაკდონალდსის" თანამშრომელმა ეს-ესაა გაიგო, რომ გააგდეს... თვითმხილველებმა გადაიღეს, როგორ გაგიჟდა იგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაკდონალდსის" თანამშრომელმა ეს-ესაა გაიგო, რომ გააგდეს... თვითმხილველებმა გადაიღეს, როგორ გაგიჟდა იგი

ვიდეომ, რომელზეც აღბეჭდილია "მაკდონალდსის" თანამშრომლის რეაქცია, რომელიც ეს-ესაა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რამდენიმე დღეში 4 მილიონამდე ნახვა დააგროვა.

მინესოტას შტატში, ქალაქ სენტ-პოლში მდებარე სწრაფი კვების ობიექტის თანამშრომელი როდესაც იგებს, რომ უმუშევარი დარჩა, სტუმრების თვალწინ იწყებს ყველაფრის მსხვრევას, რაც ხელში ხვდება.

წითელ საფირმო მაისურში გამოწყობილი შავკანიანი მამაკაცი ბოთლებსა და თეფშებს ამსხვრევს, თაროებიდან ყველაფერს ძირს ყრის და ხმამაღლა ჩხუბობს. მისი ყოფილი კოლეგები მის დამშვიდებას ვერაფრით ახერხებენ.