loader

"თუ ზურა ჰომოსექსუალი იყო, მას ბინძურად ჩათვლიდით?" - თამარ ჩერგოლეიშვილი გოგლა ჟვანიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ზურა ჰომოსექსუალი იყო, მას ბინძურად ჩათვლიდით?" - თამარ ჩერგოლეიშვილი გოგლა ჟვანიას

ტელეკომპანია "ტაბულას" გადაცემა "თეორემის" ეთერში ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ თამარ ჩერგოლეიშვილის შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჟვანიას პირადი ცხოვრების შესახებ ხმები ყოფილმა ხელისუფლებამ განზრახ გაავრცელა.

"თქვენ რაღაც ძალიან გაწუხებთ ზურას პირადი ცხოვრება, სულ ამაზე საუბრობთ. ზურას პირად ცხოვრებაში არ არის საიდუმლოებები", - განუცხადა გოგლა ჟვანიამ თამარ ჩერგოლეიშვილს.

გოგლა ჟვანიას განცხადებით, ხელისუფლებამ შექმნა მითები ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების შესახებ, რათა ოჯახის წევრებს ამ საქმეში ქექვა არ დაეწყოთ და ამასთანავე, საზოგადოების აზრის ფორმირება მომხდარიყო.