loader

"ვიმოქმედოთ დღესვე" - 15 თებერვალი სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო დღეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიმოქმედოთ დღესვე" - 15 თებერვალი სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო დღეა

15 თებერვალს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტი სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გლობალურ კამპანიას წელს პირველად საქართველოც შეუერთდა. "ვიმოქმედოთ დღესვე" - ამ სლოგანმა დღეს ექიმებს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და საზოგადო მოღვაწეებს ბავშვების ნახატების გამოფენაზე მოუყარა თავი.

ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ლეიკემია განაჩენი არ არის. დროული და ზუსტი დიაგნოზის დასმისა და ხელმისაწვდომი მკურნალობის შემთხვევაში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა განკურნება შესაძლებელია.

ავტორი: სალომე შიხაშვილი