loader

21 წლის ბიჭმა ტექნიკის მაღაზიებიდან 6 ტელევიზორი და 6 ელექტროგამათბობელი მოიპარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

21 წლის ბიჭმა ტექნიკის მაღაზიებიდან 6 ტელევიზორი და 6 ელექტროგამათბობელი მოიპარა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 3 თებერვალს, ღამით, ფარულად შეაღწია ტექნიკის სახლ "ოქეი"-ში, "ორიონი"-სა და "სამსუნგი"-ს ფირმების 13 ტელევიზორი, "ბალუ"-ს ფირმის 6 ელექტროგამათბობელი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 29 იანვარს ალექსანდრე ს-მ სავაჭრო ცენტრ "სმაილი"-დან "ჰონდა"-ს და "სამსუნგი"-ს ფირმების 6 ტელევიზორი მოიპარა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მოპარული ტექნიკის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.