loader

შუქნიშნების "თბილისური უცნაურობა" - განტვირთავს თუ არა ქალაქს "ჭკვიანი შუქნიშანი"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შუქნიშნების "თბილისური უცნაურობა" - განტვირთავს თუ არა ქალაქს "ჭკვიანი შუქნიშანი"?

მარტიდან თბილისის უბნებს ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები დაემატება. ახალ შუქნიშნებს სპეციალური მთვლელები უყენია, რომელიც აკვირდება, რა მიმართულებით მოძრაობს საავტომობილო ნაკადი და ამის მიხედვით ის თავად გააკონტროლებს ფერების ხანგრძლივობის მაჩვენებელს. თბილისელი მძღოლების თქმით, ახალი შუქნიშნების მოქმედებით საცობების პრობლემის მოგვარება შესამჩნევი არ არის.

ამჟამად თბილისის რამდენიმე უბანში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშანი უკვე ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე თბილისის მასშტაბით 75 ასეთი შუქნიშანი დამონტაჟდება.