loader

მარიამ საჯაიამ პარლამენტს ივანიშვილის დანაპირები მობილური ტელეფონით მოასმენინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარიამ საჯაიამ პარლამენტს ივანიშვილის დანაპირები მობილური ტელეფონით მოასმენინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ე.წ. უფასო ფულის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის დაპირება პლენარულ სხდომათა დარბაზში მოასმენინა.

დეპუტატმა მარიამ საჯაიამ ივანიშვილის განცხადების ჩანაწერი მობილური ტელეფონით ჩართო და როგორც განაცხადა, გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივა არის იმის ქაღალდზე გადმოტანილი ვარიანტი, რასაც ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა.

დავით უსუფაშვილის მითითებით, საჯაიას მიკროფონი გამოურთეს.

პარლამენტი ე.წ. უფასო ფულის ინიციატივაზე მსჯელობს. განხილვის საგანი "უფასო ფულის შესახებ" დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული პროექტია.

ხაჩიძემ კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა ბიძინა ივანიშვილის განცხადებით დაიწყო და უფასო ფულის გაცემასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის დაპირება გაიხსენა. ხაჩიძის განცხადებით, მისი ინიციატივა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას პასუხობს.

ხაჩიძის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან დაიფარება. უფასო ფულით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

პროექტის მიხედვით, "უფასო ფულის შესახებ" კანონპროექტი 2015 წლის 1-ლი აპრილიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.