loader

დაიღუპეთ უკრაინაში გმირულად, უკრაინელი ხალხიც გაღიარებთ და მთელი საქართველოც დაისვენებს - ზაზა პაპუაშვილი უმცირესობას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიღუპეთ უკრაინაში გმირულად, უკრაინელი ხალხიც გაღიარებთ და მთელი საქართველოც დაისვენებს - ზაზა პაპუაშვილი უმცირესობას

რატომ ინიშნებით უკრაინაში თანამდებობებზე?! - წადით ბრძოლის წინა ხაზზე, დაიღუპეთ გმირულად, უკრაინელი ხალხი გმირად გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს, – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართა.

ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მიმართ უმცირესობის კრიტიკა პაპუაშვილმა სპეკულაციად შეაფასა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: ”პეშკები”, მხდალები და გამყიდველები ხართ თქვენ!” - ზაზა პაპუაშვილი უმცირესობას