loader

"ღირსების მარში" კიევში - მსვლელობაში ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღირსების მარში" კიევში - მსვლელობაში ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობს

კიევში "ღირსების მარში" დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ასევე ლიტვის, პოლონეთის, გერმანიის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების პრეზიდენტები. მსვლელობა ინსტიტუტსკაიას ქუჩიდან დაიწყო.
მარშის დაწყებამდე, გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად მიხაილოვის მოედანზე "უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების არსებობის დამადასტურებელი" გამოფენა დაათვალიერა.

"ღირსების მარშში" გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში დღეს, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით მონაწილეობს.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსს ეწვევა, სადაც სახელმწიფოთა მეთაურებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართება.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები ზვიად კვაჭანტირაძე, ზურაბ აბაშიძე და დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება.

სახელმწიფოს მეთაური და დელეგაცია უკრაინის დედაქალაქს დღეს საღამოს დატოვებს.
კიევში ღონისძიებები "ღირსების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე: გიორგი მარგველაშვილი დასავლელ ლიდერებთან ერთად უკრაინაში

აფეთქება ხარკოვში ერთიანობის მარშის დროს