loader

"დამთავრდეს საქართველოში ჩაწყობით თანამდებობაზე დანიშვნა" - ხმაური პარლამენტში ნინო გვენეტაძის კანდიდატურის განხილვისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამთავრდეს საქართველოში ჩაწყობით თანამდებობაზე დანიშვნა" - ხმაური პარლამენტში ნინო გვენეტაძის კანდიდატურის განხილვისას

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძის მოსმენა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

დეპუტატების მხრიდან გვენეტაძისადმი კითხვების დასმის და მისი პასუხის მოსმენის შემდეგ კანდიდატურისადმი მიმართვა და კითხვის დასმა მოითხოვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მყოფმა იურისტებმა - ალექსი კობაიძემ და კახა კობახიძემ. მათ კითხვის დასმის საშუალება კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ არ მისცა. როგორც ხმალაძემ განმარტა, აღნიშნული პირები საკომიტეტო მოსმენაზე მისი მხრიდან მოწვეულნი არ იყვნენ და უფლებამოსილება ჰქონდა, რომ მათთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცა.