ფიზკულტურის მასწავლებლის და მოსწავლის დედის ხელჩართული ჩხუბი ბავშვებმა გადაიღეს
პოლიცია ამოწმებს ინციდენტს, რომელიც რუსეთში, ქალაქ კრასნოიარსკში მოხდა. ერთ-ერთ სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელმა და მოსწავლის დედამ იჩხუბეს.
თვითმხილველების თქმით, ქალი საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა, პედაგოგმა კი საკუთარ თავზე დაცვის ფუნქციების აღება გადაწყვიტა. ურთიერთობის გარკვევა შესვენების დროს მოხდა, ამიტომ ბავშვებმა ჩხუბი მობილურ ტელეფონზე გადაიღეს. კადრებში ჩანს პედაგოგისა და მოსწავლის მშობლის ფიზიკური დაპირისპირება, ამ დროს კი სკოლის დაცვა ჩხუბს მშვიდად ადევნებს თვალს.