loader

კახეთში შვილმა 76 წლის მამა ცემით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში შვილმა 76 წლის მამა ცემით მოკლა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლები ვასილ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას მამას - 1939 წელს დაბადებულ ჯიმშერ ა-ს ცემისას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ჯიმშერ ა. ადგილზე გარდაიცვალა.