loader

ქართველებმა იტალიაში "ქურდების სკოლა" გახსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველებმა იტალიაში "ქურდების სკოლა" გახსნეს

გია ჯაჯანიძის შოუ "სხვა რაკურსი" ქართველი ემიგრანტების ისტორიებს დაეთმო. მათი მძიმე ისტორიების პარალელურად მაყურებელმა იტალიური არმიის გენერლის ქართველი მეუღლე გაიცნო. მაიკო ჯიჯავამ მომავალი მეუღლე მან საქართველოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გაიცნო. ერთ წელიწადში მათ ჯვარი დაიწერეს. ამის შემდეგ ცოლ-ქმარმა არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საზღვარგარეთ გამგზავრებასა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. როგორც მან აუდიტორიას უამბო, რასაც თურმე იტალიური მხარე ადასტურებს, ქართველებმა იტალიაში "ქურდების სკოლა" გახსნეს, სადაც მსურველებს ქურდობის ტექნიკას ასწავლიდნენ.

იხილეთ ასევე: ქართველი ემიგრანტის შემზარავი მონათხრობი: თურქეთში კინაღამ ორგანოებით მოვაჭრეების მსხვერპლი გავხდი