loader

კადრები, როგორ ანადგურებენ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ერაყის საგანძურს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, როგორ ანადგურებენ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ერაყის საგანძურს

ინტერნეტით "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მიერ ერაყის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

რადიო "თავისუფლების" ცნობით, ექსტრემისტებმა ქალაქ მოსულში მნიშვნელოვანი არტეფაქტები გაანადგურეს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ამტვრევენ ისინი ქანდაკებებს და უძველეს საგანძურს უროებით. ექსტრემისტების თქმით, არტეფაქტები ისლამს ეწინააღმდეგებოდა და ის უნდა განადგურებულიყო. ერთ-ერთი განადგურებული არტეფაქტი ჩვ.წ.აღ-მდე 900 წლით თარიღდება და ის ასირიელთა ერთ-ერთი მფარველი ღმერთის ქანდაკებაა.