loader

"ხვრინავდა და ჩემს მხარზე ჰქონდა თავი" - ზაზა ურუშაძე "ოსკარზე" მიშა მესხის ჩაძინების ამბავს ჰყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხვრინავდა და ჩემს მხარზე ჰქონდა თავი" - ზაზა ურუშაძე "ოსკარზე" მიშა მესხის ჩაძინების ამბავს ჰყვება

ხელოვნების სასახლეში, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, "ოსკარის" ნომინანტი ქართული ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის სახელზე მიღება გაიმართა. "მანდარინების" რეჟისორსა და მსახიობებს წითელი ხალიჩა და "ოსკარის" "ოქროს კაცუნას" გამოსახულებით ტორტი დაახვედრეს. ჟურნალისტებთან საუბრისას კი ზაზა ურუშაძემ და მიშა მესხმა მესხის ცერემონიაზე ჩაძინების ისტორია გაიხსენეს.

"ოსკარების" 87-წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვიღაცას ეძინა ამ სასწაულ ცერემონიაზე, სადაც მოხვედრა ყველას ოცნებაა" - სიცილით აღნიშნა ზაზა ურუშაძემ.

"ვარსკვლავები პიარზე ჩალიჩობენ, მე დავიძინე და მთელმა ამერიკამ, მთელმა მსოფლიომ ნახა ჩემი ძილი. სრულიად არ მრცხვენია, ჩემო კარგებო. მეძინა ჯიგრულად" - ასე იუმორით იხსენებს მიშა მესხი "ოსკარზე" ჩაძინების ამბავს.

ასევე იხილეთ:

"ოსკარზე" ლედი გაგას ფანტასტიკური გამოსვლა და ჩაძინებული მიშა მესხი

"ერთი თუ გადამიტრიალდა, ისეთს მოვაწყობ..." - "ოსკარზე" მიმავალ ქართველებს სამინისტრომ 420 დოლარი გამოუყო