loader

"თავხედი ეს!" - ბესელია-გოგორიშვილის კინკლაობა პარლამენტის დერეფანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავხედი ეს!" - ბესელია-გოგორიშვილის კინკლაობა პარლამენტის დერეფანში

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ქალ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის დერეფანში მოხდა. ეკა ბესელიამ და ხათუნა გოგორიშვილმა ერთმანეთს მატყუარა და თავხედი უწოდეს. დაპირისპირება მოჰყვა ეკა ბესელიას განცხადებას, რომელმაც ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს პარლამენტის ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს. ბესელიას თქმით, ხადური თავის განცხადებაში სწორედ ამაზე საუბრობდა, როცა ქამრების შემოჭერის თემას შეეხო.

ბესელიას ამ განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა პარლამენტის ბალანსზე არ არის. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება.