loader

"ცენტრპოინტისგან" დაზარალებულმა კანცელარიასთან თავის დაწვა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცენტრპოინტისგან" დაზარალებულმა კანცელარიასთან თავის დაწვა სცადა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, "ცენტრპოინტისგან" დაზარალებულთა აქციაზე, ერთ-ერთმა ქალბატონმა თავის დაწვა სცადა. ქალმა ბენზინი გადაისხა, თუმცა აქციის სხვა მონაწილეებმა მას თავის დაწვის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები მათი კუთვნილი ბინების დროულად ჩაბარებას ითხოვდნენ და "ცენტრპოინტის" ხელმძღვანელობას ადანაშაულებდნენ. დაზარალებულები ასევე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. მათ სამპუნქტიანი მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, დადგეს კომპანიის თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი, დაჩქარდეს სასამართლო პროცესი და დაიწყოს ყველა ობიექტზე გამოძიება.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი