loader

რატომ და რამდენით დაჯარიმდებით ხმაურისთვის ახალი კანონპროექტით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ და რამდენით დაჯარიმდებით ხმაურისთვის ახალი კანონპროექტით

საკრებულოს მიერ შემუშავებული ხმაურთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევა, - ამის შესახებ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ განმარტა, ახალი რეგულაციების მიხედვით მოხდება ხმაურის განსაზღვრა დეციბელებით და ხმაურის გადამეტების შემთხევაში, ფიზიკური და იურიდული პირები დაჯარიმდებიან.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, დილის 7:00 საათიდან 23:00 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 40 დეციბალის ფარგლებში, ხოლო 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე 30 დეციბელის ფარგლებში. ფიზიკური პირი დღის საათებში ხმაურის გადამეტებისათვის დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი - 500 ლარის ოდენობით. ღამის საათებში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი - 1 000 ლარის ოდენობით. კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.