loader

"ამით წამლავენ ჩვენს პატარებს" - მოწამვლის ფაქტები და მონიტორინგის პროცესი თბილისის ბაღებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამით წამლავენ ჩვენს პატარებს" - მოწამვლის ფაქტები და მონიტორინგის პროცესი თბილისის ბაღებში

ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე მერიას, ბაღების მართვის სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადანაშაულებს. უფლებადამცველი ირწმუნება, რომ საბავშვო ბაღებში მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა. ბაღების მართვის სააგენტოში გია ბურჯანაძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბაღების შემოწმება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალურის შემდეგ, კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას იწყებს. მიმდინარე წელს ინსპექტირება ჩატარდა თბილისის 62, შიდა ქართლის 27 და ქვემო ქართლის 46 ბაღში.

მათივე ინფორმაციით, 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო გურიაში დაჯარიმდა ექვსი ბაღი. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში სასადილოში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო გაიცა რეკომენდაციები.