loader

8 მარტს კაცებმა ქალები სცემეს - კადრები უკრაინული ღამის კლუბიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 მარტს კაცებმა ქალები სცემეს - კადრები უკრაინული ღამის კლუბიდან

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ერთ-ერთ ღამის კლუბში 8 მარტს მთვრალმა მამაკაცებმა ქალები სცემეს. ამის შესახებ გამოცემა Vgorode.ua-ს ერთ-ერთმა დაშავებულმა გოგონამ შეატყობინა. "კარაოკეში ხუთნი ვისხედით, სამი გოგონა, ერთ-ერთის დედა და ერთი ბიჭი. მუსიკალური კონკურსის დროს ამ ადამიანებთან კონფლიქტი მოგვივიდა და ჩხუბი დაიწყო... თითქოს ყველანი ჩვენს მაგიდებს მივუბრუნდით, მაგრამ ბიჭებმა უხამსი სიტყვების ყვირილი დაიწყეს. კაფეში დაცვა იყო. თავიდან მათ ვთხოვეთ ამ ადამიანების გაყვანა, მაგრამ დაცვას არაფერი გაუკეთებია. მაშინ მათთან მივედით და საუბარი დავიწყეთ, მათ კი გვცემეს", - ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული გოგონა.

მისი თქმით, არც მცველები, არც დარბაზში მყოფი მამაკაცები ფაქტის აღკვეთას არ შეეცადნენ. დაშავებულებმა განცხადებით მილიციას მიმართეს.