loader

არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლეობა გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლეობა გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი" დაამტკიცა. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა, ეს არის ძალიან დიდი სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტი, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ეყოლება სპეციალიზებული მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები და სოციალური მუშაკები.