loader

ამერიკაში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კურსანტების ჩამოსვენება სამშობლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკაში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კურსანტების ჩამოსვენება სამშობლოში

ნიუჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი კურსანტი, რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. ჩამოსვენების პროცესს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ირაკლი გეგეჭკორი, აკადემიის სხვა ხელმძღვანელი პირები და იუნკრები დაესწრნენ.

ბორტს, რომლითაც საქართველოში დაღუპული სამხედროების ცხედრები ჩამოასვენეს, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი მეთ ბარკერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის ატაშე, ვიცეპოლკოვნიკი ვეფხია ყალაბაშვილი, კურსანტების ჯგუფელები, რიგითები - გიორგი ტალახაძე და ელდარ საგანელიძე, ასევე ამერიკელი მეგობრები ჩამოჰყვნენ. სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში შეასრულა.