loader

არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს სხვა წევრებზეც აღძრან სისხლის სამართლის საქმეები - ირმა ნადირაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს სხვა წევრებზეც აღძრან სისხლის სამართლის საქმეები - ირმა ნადირაშვილი

გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის საქმეზე, შესაძლოა, ხვალ ბრალი დაუმძიმონ. როგორც გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მედიას აცნობა, პროკურატურა დილიდან აპირებს ე.წ. მატროსოვის ციხეში მისვლას, ბრალდებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზნით, რაც სავარაუდოდ, საბრალდებო მუხლების უფრო მძიმე მუხლით შეცვლას ისახავს მიზნად.

ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა კომენტარი ”რუსთავი 2”-თან გააკეთა. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს მოულოდნელი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ნადირაშვილი არ გამორიცხავს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებზეც აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები.