loader

უპრეცედენტო აქცია წიგნებზე - ჰოლი სმეილის "გიკი გოგო"-მ თბილისის შემდეგ რიგი ქუთაისში დააყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უპრეცედენტო აქცია წიგნებზე - ჰოლი სმეილის "გიკი გოგო"-მ თბილისის შემდეგ რიგი ქუთაისში დააყენა

პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული წიგნის აქციამ თბილისის შემდეგ რიგი ამჯერად ქუთაისში დააყენა. ჰოლი სმეილის "გიკი გოგო"-მ "ქუთაისის "ბიბლუსის" მაღაზიასთან ასობით ადამიანი შეკრიბა.

"გიკი გოგო" აქციის ფარგლებში 10 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა. "ლიბერთინსის" წევრების მიერ შერჩეულ წიგნებს ქუთაისელი ახალგაზრდები მათ ქალაქში მომავალშიც დაელოდებიან და იმედოვნებენ, რომ აქციები აუცილებლად გაგრძელდება.

აქციის ქუთაისში ჩატარება პროექტ "ლიბერთინსის" წევრების იდეა იყო. "შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი, რომელიც LiberTeens--ის წევრებს აერთიანებს.
ახალგაზრდები მომავალშიც გააგრძელებენ მათთვის სასურველი წიგნების შერჩევას, რომლებიც ქართულ ენაზე გამოიცემა.

პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემულმა წიგნებმა ჯეიმზ დაშნერის "ლაბირნთში მორბნალი" და გეილ ფორმანის "თუ დავრჩები" - დედაქალაქში ათასობით ახალგაზრდა უკვე გააერთინა. "გიკი გოგოს" შეძენას თბილისელი თინეიჯერები ცნობილი აქციის ფარგლებში ხვალ შეძლებენ.


იხილეთ ასევე: ასობით თინეიჯერი წიგნის 2-საათიან რიგში - მსოფლიო ბესტსელერის თბილისური პრემიერა

ახალგაზრდების მოლოდინი "ბიბლუსი გალერისთან" - უზარმაზარი რიგი წიგნის შესაძენად

უპრეცედენტო აქტივობა წიგნის შესაძენად და აქციით კმაყოფილი ახალგაზრდები "ბიბლუსი გალერიში"