loader

ერთ-ერთი მოქმედი პირი სკანდალურ ვიდეოში, სადაც მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, სუს-ში დაინიშნა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთ-ერთი მოქმედი პირი სკანდალურ ვიდეოში, სადაც მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, სუს-ში დაინიშნა?

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ნიკა შარაძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში სოდ-სა და კუდ-ში მუშაობდა და რომელიც ერთ-ერთი მონაწილეა ცნობილ სკანდალურ კადრებში, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, ახალი ხელისუფლების პირობებში დააწინაურეს. ამის შესახებ ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" წერს.

"ეს ვიდეო ალბათ ყველას გახსოვთ, საქმე რომ დღემდე არ აღძრეს და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენეს (როგორც ყველა სხვა დანარჩენი), მაგრამ ეს სხვა თემაა. ერეკლე კოდუასთან ერთად არის ვიდეოში (მასთან მუშაობდა, მერე კუდ-ში) ნიკა შარაძე, რომელიც აგერ, ამ წამს დანიშნეს სუს-ის უფროსის მადგილედ. ვიმეორებ, სუს-ის უფროსის მოადგილედ. გმადლობთ ყურადღებისთვის!", - წერს ჟორჟოლიანი.

ნახეთ სკანდალური ვიდეო სრულად