loader

საქართველოზე შეყვარებული კონგრესმენის თანაშემწე ვაშინგტონში ქართულად ამეტყველდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოზე შეყვარებული კონგრესმენის თანაშემწე ვაშინგტონში ქართულად ამეტყველდა

ვაშინგტონში, თურქულ-ამერიკული ფორუმი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ეკონომიკური ექსპერტი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, რომელმაც ეს ვიდეო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"კურიოზული და მეტად სახალისო ამბავი მოხდა დღეს ვაშინგტონში თურქულ-ამერიკული ფორუმის საზეიმო გახსნაზე. 20-მდე სენატორი და კონგრესმენი გამოვიდა მისასალმებელი სიტყვით. მათ შორის იყო კორეული წარმოშობის კონგრესმენი კალიფორნიიდან მაიკლ ჰონდა. რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, უცბად, ვიღაცას დაუწყო დარბაზში ხმამაღლა ძახილი. თურმე მის თანაშემწეს უხმობდა. მოიყვანა ასევე კორეული შესახედაობის გოგონა ტრიბუნასთან და უთხრა: "მიმართე დარბაზს ქართულ ენაზე და მოუყევი რა მაგარია საქართველო და როგორ გიყვარსო".

დაიწყო მარა რა დაიწყო. თვითონ თარგმნიდა იქვე თავის სიტყვებს. დახოცა დარბაზი სიცილით. თურმე 2004-2005 წლებში გურიის სოფელში უმუშავია გაეროს მშვიდობის კორპუსში. დღეს კონგრესმენის თანაშემწეა საკანონმდებლო საკითხებში. უეცრად გაპოპულარულებულმა როცა სავიზიტო ბარათები დაარიგა, ორ ენაზე ეწერა, ინგლისურად და ქართულად... გვიან გამახსენდა, რომ ჩამეწერა. ბოლო წამები გადავიღე" - წერს რომან გოცირიძე.