loader

ტუნისში მძევლების გათავისუფლებას მსხვერპლი მოჰყვა: დაღუპულია 22, დაჭრილია - 50 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტუნისში მძევლების გათავისუფლებას მსხვერპლი მოჰყვა: დაღუპულია 22, დაჭრილია - 50 ადამიანი

ტუნისში, ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად, დაზუსტებული ინფორმაციით, 22 ადამიანია დაღუპული და 50-მდე დაჭრილი. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივი ტელეარხის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ჰაბიბ ეს-სიდმა პრესკონფერენციაზე 19 დაღუპულის შესახებ განაცხადა, რომელთაგან 17 ტურისტია. მისი მონაცემებით, დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის მოქალაქეები. ორი მოკლული კი ტუნისელია. მუზეუმში ორი "ბოევიკია" ლიკვიდირებული, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ გუშინდელ მოვლენებში 5 "ბოევიკი" მონაწილეობდა, რომელთაგან სამმა მიმალვა მოახერხა.