loader

სკანდალური კადრები: ”კომედი შოუს” მსახიობები ე.წ. კანონიერი ქურდების სუფრაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური კადრები: ”კომედი შოუს” მსახიობები ე.წ. კანონიერი ქურდების სუფრაზე?

უფლებადამცველი ზურაბ ქადაგიძე ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც, მისივე მტკიცებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "კომედი შოუს" მსახიობებისა და ე.წ. კანონიერ ქურდების ლხინია აღბეჭდილი. უფლებადამცველის ინფორმაციით, "კომედი შოუს" ბიჭებმა საბერძნეთის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად დაბადების დღე აღნიშნეს. ფოტო და ვიდეოკადრები საბერძნეთში, რესტორან "ბიზანტიოში" არის გადაღებული, სადაც ვასო ფხაკაძე, ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი რესტორანში მყოფ ერთ-ერთ პირს დაბადების დღეს ულოცავენ.

გავრცელებული ვიდეომასალის კადრებში მონიშნული არიან ე.წ კანონიერი ქურდი ოთარ დევნოზაშვილი - მეტსახელად "პაპუნა", ე.წ კანონიერი ქურდი ვალერიანე ხარებავა - მეტსახელად "დათო ჩერეპახა სამტრეედსკი", ე.წ კანონიერი ქურდი ლევან ცინცაძე - მეტსახელად "ლევან ტბილისკი", ე.წ კანონიერი ქურდი აბესალომ პაპიაშილი - მეტსახელად "ბესო", ე.წ კანონიერი ქურდი ვალერიან ჯავახაძე - მეტსახელად "ვალერი ქუთაისკი", "ყურშა", ე.წ კანონიერი ქურდი ირაკლი ლეჟავა - მეტსახელად "ლაზარე", ე.წ კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძე - მეტსახელად "თავა".

იხილეთ გავრცელებული ვიდეომასალა