loader

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლეს.

პრეზიდენტის სასახლეში დაუნის სინდრომის მქონე მოყვარული მხატვრის, ლექსო ფოდიშვილის ნახატების გამოფენა გაიმართა. პატარებმა მხატვრებთან ერთად ფერადი ქაღალდები მოხატეს. ასევე ნაჩვენები იყო სოციალური კლიპი, რომელიც კავშირი "ჩვენი ბავშვების" მიერ მომზადდა.

ნახატების გამოფენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში იმართება. ღონისძიებას დაუნის სინდრომის მქონე 50-მდე ბავშვი, მათი მშობლები და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება.

ავტორი: ნინო ჩიჩუა