loader

პირდაპირ ეთერში გეტყვით, თქვენზე მეზობლები რასაც ჰყვებიან - შელაპარაკება ეკა ბესელიასა და ირმა ნადირაშვილს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირ ეთერში გეტყვით, თქვენზე მეზობლები რასაც ჰყვებიან - შელაპარაკება ეკა ბესელიასა და ირმა ნადირაშვილს შორის

თქვენი პასუხისმგებლობაა ქვეყანაში კრიმინალის ზრდა, - მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობის წევრსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას გადაცემა "არჩევანში". ამ განცხადებამ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ბესელია კორუფციასა და დემაგოგიაში დაადანაშაულეს, რასაც მისი მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ოპონენტებს მან იგივე ბრალდებები წაუყენა. კამათი ისე გამწვავდა, მოწინააღმდეგე მხარეები პირად შეურაცხყოფაზეც კი გადავიდნენ.