loader

სუსტი გულის პატრონებმა არ უყუროთ - არგენტინელმა ეპისკოპოსმა 22 წლის გოგონას ეგზორციზმი ჩაუტარა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუსტი გულის პატრონებმა არ უყუროთ - არგენტინელმა ეპისკოპოსმა 22 წლის გოგონას ეგზორციზმი ჩაუტარა (+18)

22 წლის გოგონას, სახელად ლორას, არგენტინაში, ბუენოს აირესის ეკლესიაში ეპისკოპოსმა მანუელ აკუნამ ეგზორციზმი გაუკეთა. იგი ძირს იყო გაწვენილი და რამდენიმე ადამიანი აკავებდა, ლორა კი "არა, არა"-ს ყვიროდა და ერთ-ერთი ქალის მიმართ, რომელიც პროცესს ესწრებოდა, შეურაცხმყოფელ სიტყვებს გაიძახოდა. ეპისკოპოსი იმეორებდა სიტყვებს: "დატოვე, დატოვე მისი სხეული ახლავე".

ეგზორციზმამდე ადგილობრივები ეკლესიაში შეიკრიბნენ და ლორას სულისთვის ლოცვა დაიწყეს. "დემონი არსებობს, ის რაიმე იდეა ან თეორია არ არის, ის აბსტრაქტული არ არის. ეშმაკი პიროვნებაა და ამასთან, აქვს სტრატეგია. ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც შემაძრწუნებელზე, ჩამოვარდნილ ანგელოზზე. ეშმაკი მეტაფორა არ არის. ეშმაკი რეალობაა, რომელსაც იესო ქრისტე დაუპირისპირდა", - მიმართა შეკრებილებს ეპისკოპოსმა.

განდევნის პროცესი დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა და დამთავრდა მაშინ, როდესაც ლორამ საშინლად დაიჩხავლა, თვალები დახუჭა და გამოფიტული ძირს დაეცა.