loader

საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატებს თბილისის მერიაში აღარ შეუშვებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატებს თბილისის მერიაში აღარ შეუშვებენ

საკრებულოს დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი აბესაძე და თემურ გრიგალაშვილი დედაქალაქის მერიაში არ შეუშვეს. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განმარტებით, კანონი ითვალისწინებს, რომ საკრებულოს დეპუტატს სხდომაზე დასწრების უფლება აქვს.

მთავრობის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაუშვებლობის გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ მიიღო. როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მან გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო, როდესაც წინა მთავრობის სხდომაზე დასწრების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან არაადეკვატური შეფასებები გაკეთდა და ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.