loader

"სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიეტურობაზე" - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიეტურობაზე" - ბიძინა ივანიშვილი

20 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და სხვა საკითხებთან ერთად, ტელევიზიების ობიექტურობის საკითხსაც შეეხო. ამ კონტექსტში მან ტელეკომპანია "მაესტროც" მოიხსენია. ივანიშვილის მხრიდან ტელეკომპანიების კრიტიკა 21 მარტის აქციასთან დაკავშირებულ კითხვას მოჰყვა.

"რა დღეში იყო მედია, როგორი ვირტუალური სამყარო იყო შექმნილი და როგორ იყო მართული ყველა მედია. "მაესტროც" მართული იყო. მაშინ ფსევდოოპოზიციურობა დავწამე "მაესტროს" და აბსოლუტურად გამართლდა ყველაფერი. ეროსი კიწმარიშვილი ჩემი მოსვლის შემდეგ ძლივს გავიდა "მაესტროდან" და სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიეტურობაზე", - აღნიშნა ივანიშვილმა.