loader

ვფიქრობ, ბატონ ბიძინას არ გაუჭირდება ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ბოდიშის მოხდა - ია კიწმარიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვფიქრობ, ბატონ ბიძინას არ გაუჭირდება ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ბოდიშის მოხდა - ია კიწმარიშვილი

ვფიქრობ, ბატონ ბიძინას არ გაუჭირდება ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ბოდიშის მოხდა, - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვიმა ”რუსთავი 2”-თან საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, თავდასხმის მაგივრად სამძიმარს ელოდა. მისივე თქმით, საქართველოში ჯერ არ არის ისეთი ტიპის დემოკრატია, რომ ყოფილი პრემიერის მსგავსი განცხადებები გამოძიებაზე გავლენას არ ახდენდეს.

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან ბრალი დასდო კიწმარიშვილს ფსევდოოპოზიციურობასა და არაობიექტური მედიის შექმნაში.

"მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შეფასება არ შეესაბამება სიმართლეს, ატარებს ღირსების შემლახველ ხასიათს და ბოლოს და ბოლოს, არღვევს ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ ნორმას გარდაცვლილი ადამიანის აუგად არმოხსენიების შესახებ. ჩვენი აზრით, მიუღებელია სხვა ადამიანის მიღწევების დაკნინება, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშია აღიარებული ეროსი კიწმარიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შექმნის საქმეში. სწორედ ეროსი კიწმარიშვილის სახელს უკავშირდება "რუსთავი 2"-ის და "მაესტროს", როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშუალებების ჩამოყალიბება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს უახლეს ისტორიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.

მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ოჯახზე, ეროსის სახელის და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა და ვითხოვთ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას", - აღნიშნულია კიწმარიშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: განცხადება, რომლის გამოც ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს