loader

"მოსახლეობის კარგად მესმის, მეც მქონია სესხი და ვიცი, ეს რას ნიშნავს" - ღარიბაშვილი ლარის კურსზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოსახლეობის კარგად მესმის, მეც მქონია სესხი და ვიცი, ეს რას ნიშნავს" - ღარიბაშვილი ლარის კურსზე

"ველოდებით, რომ ლარი კიდევ უფრო დასტაბილურდება ზაფხულში. მსხვილი პროექტების განხორციელებით, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, დაასტაბილურებს ლარს. ეს კრიტიკული პერიოდი გადალახული გვაქვს ფაქტობრივად. ახლა მოსალოდნელია, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეს ქვევით. ვინც იხდიდა თვეში 500-600 ლარს, ახლა უწევთ 800-900 ლარის გადახდა. მე ძალიან კარგად მესმის მათი, მეც მქონია სესხი წლების წინ და ვიცი, ეს რას ნიშნავს. შეიძლება გაგრძელდეს კონსულტაციები კომერციულ ბანკებთან, რომ მოიფიქრონ რაღაც მექანიზმები... მანამდე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სიტუაცია დავასტაბილუროთ, გავზარდოთ ეკონომიკა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასევე იხილეთ: "სასაცილო აქცია იყო... რამდენიმე მილიონი დაუჯდათ ამ ხალხის მოყვანა" - პრემიერი "ნაციონალებს" გაუგებარ სექტას უწოდებს