loader

"მე ძველი თაობის ჟურნალისტი გახლავართ" - მონოლოგი, რომელმაც პრემიერი და მედია დაღალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ძველი თაობის ჟურნალისტი გახლავართ" - მონოლოგი, რომელმაც პრემიერი და მედია დაღალა

სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი კითხვა "ქრონიკა +"-ის ჟურნალისტმა ირინა გოგოსაშვილმა 1 ლარად გადაცემულ ქონებებთან დაკავშირებით დაუსვა. ჟურნალისტს შეკითხვა ძალიან გაუგრძელდა, 3-წუთიანი მონოლოგის შემდეგ მას მიკროფონი გამოურთეს, თუმცა გოგოსაშვილმა საუბარი განაგრძო, თანაც პრემიერისგან ამ ფაქტებზე პასუხის გაცემას მოითხოვდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდა.

პრესკონფერენციის მოდერატორი მანანა თოქმაჯიშვილი რამდენჯერმე შეეცადა, სიტყვა შეეწყვეტინებინა გამომსვლელისთვის, თუმცა ამაოდ. შეხვედრა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, გოგოსაშვილი ერთ-ერთი ბოლო გამომსვლელი იყო, ამიტომ მედიის წარმომადგენლებმა თანდათან დაიწყეს დარბაზის დატოვება.

ასევე იხილეთ:

"მოსახლეობის კარგად მესმის, მეც მქონია სესხი და ვიცი, ეს რას ნიშნავს" - ღარიბაშვილი ლარის კურსზე

"სასაცილო აქცია იყო... რამდენიმე მილიონი დაუჯდათ ამ ხალხის მოყვანა" - პრემიერი "ნაციონალებს" გაუგებარ სექტას უწოდებს