loader

ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ოფისი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ოფისი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი ოფისი გახსნა.

ოფისი აგრარული სექტორის ყოვლისმომცველი განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით უკვე აქვს 5 ახალი ოფისი. წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალი ოფისის გახსნა იგეგმება. რეგიონულ სამმართველოში სულ 35 ადამიანია დასაქმებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისში კი 12 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

ავტორი: მარი შარანგია