loader

"კვალი მიდის ერთი მკვლელისკენ... ეს არის გია უდესიანი" - ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვალი მიდის ერთი მკვლელისკენ... ეს არის გია უდესიანი" - ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბიზნესმენი ბესო ხარძიანი, რომელიც დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოში დაჭრეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ხარძიანის ახლობლებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა მიაწოდა.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კომპლექს "კუს ტბის" მეპატრონე იყო. იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა. ბესიკ ხარძიანის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია უდესიანმა "კუს ტბის" წილში შესვლა მოსთხოვა და უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

ბესიკ ხარძიანმა "კუს ტბის" ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა.

ასევე იხილეთ: რას ყვებოდა "რეზიუმეში" ბიზნესმენი ბესო ხარძიანი, რომელიც დღეს საკუთარ სახლთან დაჭრეს