loader

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ლარი მოთქმით "დაიტირეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ლარი მოთქმით "დაიტირეს"

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით "დავტირით ლარს" გაიმართა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, არასამთარობო ორგანიზაცია "აპრიორის" წარმომადგენლის, ბესო შენგელიას განცხადებით, აქცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაიგეგმა და მასში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს.
აქციის მონაწილეები ლარის გაუფასურებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ.
აქციაზე სიმბოლურად მიიტანეს კუბო, სადაც ქაღალდები ეყარა. აქციის მონაწილეები მოთქვამდნენ და დასტიროდნენ ეროვნულ ვალუტას. აქცია დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა.