loader

ტურისტებმა ვიდეოზე გოგონა-მოჩვენება გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტურისტებმა ვიდეოზე გოგონა-მოჩვენება გადაიღეს

რუსეთში, კრასნოდარის მხარის პატარა სოფელ პშადაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოჩანაწერს, რომელზეც "პშადის ქალწულია" გადაღებული. ტურისტების მიერ გადაღებულ კადრებში გოგონას გამჭვირვალე სილუეტი ჩანს.

ამ ადგილებში დადის ლეგენდა გოგონაზე, რომელიც დაახლოებით 200 წლის წინ ცხოვრობდა. ქორწილამდე სამი დღით ადრე იგი საქმრომ მიატოვა. მან ღალატი ვერ გადაიტანა და კლდიდან მდინარეში გადახტა.

ამბობენ, რომ მას შემდეგ სოფელში ქალის სილუეტს ხშირად ხედავენ. ადგილობრივებმა მას "პშადის ქალწული" დაარქვეს. როგორც ამბობენ, იგი გამუდმებით დადის, დღისით და ღამით, ადგილობრივებს არაფერს უშავებს, უცხოები კი არ უყვარს.