loader

ვის ჩამოართვა ხელი პარლამენტში მისულმა პრეზიდენტმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის ჩამოართვა ხელი პარლამენტში მისულმა პრეზიდენტმა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს. პრეზიდენტის მოხსენებას პლენარულ სხდომათა დარბაზში ესწრება 104 დეპუტატი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მინისტრთა კაბინეტიდან პრეზიდენტის მოსასმენად ქუთაისში არც ერთი მინისტრი არ ჩასულა.

პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას, იქ მყოფები ფეხზე წამოდგნენ და ტაშით მიესალმნენ. მარგველაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებიდან ზურაბ ტყემალაძესა და გია ჯაფარიძეს ჩამოართვა ხელი, "ნაციონალური მოძრაობიდან" კი - სერგო რატიანსა და გიგი წერეთელს.

ასევე იხილეთ: პრეზიდენტის რა ფრაზაზე გაეცინათ "ნაციონალ" დეპუტატებს