loader

როგორ ტეხავენ "პორშეს" კარებს 10 წამში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ტეხავენ "პორშეს" კარებს 10 წამში

არსებობს მოსაზრება, რომ პრემიუმ-კლასის ავტომობილის გატაცება უფრო რთულია, ვიდრე იაფფასიანის, მაგრამ ეს ვიდეო საპირისპიროში დაგარწმუნებთ. ბელგიურმა ტელეარხმა VTM-მა სიუჟეტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავტოსერვისის სპეციალისტმა შეძლო, Porsche Panamera GTS-ის კარი სულ რაღაც 10 წამში გაეხსნა. როგორ ჩანს, იგი კარგი სპეციალისტია, მაგრამ ამტკიცებს, რომ ყველაზე გამოუცდელ ქურდსაც კი ამისთვის ერთი წუთი დასჭირდება.

სიუჟეტში გამოყენებული საკეტის გასატეხი ინსტრუმენტი დაახლოებით 150 ევრო ღირს და 1996 წლის შემდეგ გამოშვებული VW Group-ის (კერძოდ, Porsche) ნებისმიერი ავტომობილის კარის გაღება შეუძლია. საბედნიეროდ, მანქანის დაქოქვა არც ისე ადვილია, როგორც მისი გახსნა.