loader

”ჩემზე ზეწოლა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება” - აპირებდა თუ არა პრეზიდენტი გადადგომას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ჩემზე ზეწოლა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება” - აპირებდა თუ არა პრეზიდენტი გადადგომას

მგონია, რომ ჩემს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, ისევე, როგორც ამ კრიტიკასთან მიმართებაში ჩემს თმენას, პოზიტიური გავლენა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

გადაცემის წამყვანი ქვეყნის პირველი პირისგან დაინტერესდა იმით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვის თავზე ზეწოლის გამო გადადგომას ფიქრობდა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული ღიად არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ მასზე ზეწოლა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება და ეს ის ღია კრიტიკაა, რომლის მომსწრეც მთელი საზოგადოებაა.

იხილეთ ასევე: ”მე ამაზე ვდარდობ...” - გიორგი მარგველაშვილი მთავრობაზე