loader

"იძულებულნი ვართ, გავწყვიტოთ პრემიერის გამოსვლა..." - რატომ გამორთო "რუსთავი 2"-მა ღარიბაშვილის პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იძულებულნი ვართ, გავწყვიტოთ პრემიერის გამოსვლა..." - რატომ გამორთო "რუსთავი 2"-მა ღარიბაშვილის პირდაპირი ეთერი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე გამოსვლის პირდაპირი ეთერი შეწყვიტა, რის მიზეზადაც "კურიერის" წამყვანმა პაატა იაკობაშვილმა მაუწყებლობის შესახებ ამოქმედებული კანონი დაასახელა.

"ჩვენ იძულებულნი ვართ, გავწყვიტოთ პრემიერის გამოსვლა პირდაპირ ეთერში, რადგან ამას მოითხოვს დღეს ამოქმედებული კანონი მაუწყებლობის შესახებ" - განაცხადა კურიერის წამყვანმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებასა და პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.